ახალი ამბები

5450 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი – 5 დეკემბერი

5 დეკემბერი, 2020 • 1722
5450 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი – 5 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან  7 716  ანტიგენი და 10 379 PCR.

“სწორედ ამის შედეგად, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა”, – დასძენს ბერდია სიჭინავა.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 158 154 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 129 210 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1462.

მასალების გადაბეჭდვის წესი