ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

4 დეკემბერი, 2020 • 1316
კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

შსს-მ ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე — ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც  თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

შსს-ს ცნობით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით — ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, უწყების ცნობით, ინფიცირებულ ბ.ჭ-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000-2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი