ახალი ამბები

სად კეთდება სწრაფი ტესტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

4 დეკემბერი, 2020 • 25241
სად კეთდება სწრაფი ტესტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდაა შესაძლებელი ახალ კორონავირუსზე ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სწრაფი ტესტის გასაკეთებლად პაციენტებს შეუძლიათ ამბულატორიებისთვის მიმართვა როგორც ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ასევე, თვითდინებითაც:

“ვისაც აქვს დამახასიათებელი სიმპტომები- ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის და გემოს დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართონ თავიანთ პოლიკნილიკებს ან სხვა სტაციონარებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.

ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მსუბუქდება მაქსიმალურად. აუცილებელი აღარ იქნება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმა გადაამისამართოს ისინი, ან თვითდინებით მიბრძანდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ მკურნალობა. თუ დადებითია, სასურველია ჩატარდეს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ან იმოქმედონ სამახსოვროს მიხედვით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ”, – ამბობდა გამყრელიძე.

კლინიკების ჩამონათვალი, სადაც პაციენტებს აღნიშნული გამოკვლვა ჩაუტარდებათ ასე გამოიყურება:

გამყრელიძის თქმით, უნდა გაორმაგდეს კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი