ახალი ამბები

10 წლის დიმას დასახმარებად სისხლის დონორებს ეძებენ და თანხას აგროვებენ

4 დეკემბერი, 2020 • 1120
10 წლის დიმას დასახმარებად სისხლის დონორებს ეძებენ და თანხას აგროვებენ

კერძო სკოლა “ლომისი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ 10 წლის მოსწავლეს, დიმა ეზიკიანს, რომელსაც ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ, სასწრაფოდ სჭირდება სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა.

სკოლის განცხადებით, ბავშვს თრომბოციტები დაუვარდა, მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს და სისხლდენა არ უჩერდება ცხვირიდან. მათი თქმით, ექიმები რა დაავადებებსაც ვარაუდობდნენ, არცერთი არ აღმოჩნდა, ვერ უდგენენ დიაგნოზს და ვერც აჩერებენ პროცესს.

“ლომისის” განცხადებით, ექიმები ოჯახს ურჩევენ, სასწრაფოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ექიმები თვლიან, რომ ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებს, რისთვისაც საჭიროა მინიმუმ  120 000 დოლარი.

თუ სურვილი გაქვთ გაიღოთ სისხლი დიმას დასახმარებლად, (ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სტაციონარში ხდება მისი გადაცვლა), დაუკავშირდით დიმას მამას ნომერზე 577 004 548.

თანხის გადარიცხვა კი ბავშვეის დედისთვის შეგიძლიათ. ანგარიშის ნომერია: GE38BG0000000273272600 “საქართველოს ბანკი”პ/ნ 01001003415 მიმღები ილონა იაკოვლევა.

თანხის შეგროვებას 10 წლის ბავშვის მეგობრებიც ცდილობენ – ნეტგაზეთს სწორედ სკოლის მოსწავლეები დაუკავშირდნენ და ინფორმაციის გავრლება სთხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი