ახალი ამბები

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება

3 დეკემბერი, 2020 • 1346
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება

21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 2023 წელს უნდა გაიმართოს, საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, 2 დეკემბერს მიიღო.

ჩემპიონატში 16 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ისინი  ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. მასპინძელი ქვეყნები – ამ შემთხვევაში, რუმინეთი და საქართველო – ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

“ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი)”, – წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, უეფას გადაწყვეტილება “საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრებს” მიულოცა.

“ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ”, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი