ახალი ამბები

ქუთაისიში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

3 დეკემბერი, 2020 • 1085
ქუთაისიში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისშ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 50 დღის ჩვილი. ინფომრაციას ამის შესახებ კლინიკა „ბომონდი“ ავრცელებს.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ ჩვილი რესპირატორული ჩივილებითა და სისუსტით მიიყვანეს, მას ტემპერატურის მატებაც აღენიშნებოდა. ის ყველაზე პატარა ჩვილია, რომელიც კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით მკურნალობდა.

„ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული“, – ამბობენ „ბომონდში“.


26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 147 636 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 124 568 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 387 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი