ახალი ამბები

თბილისი – 1676; იმერეთი – 591 | კორონავირუსის განაწილება 3 დეკემბერს

3 დეკემბერი, 2020 • 808
თბილისი – 1676; იმერეთი – 591 | კორონავირუსის განაწილება 3 დეკემბერს

საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

როგორც უწყება ამბობს, ახალი 4 260 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 676
  • აჭარა – 525
  • იმერეთ – 591
  • ქვემო ქართლი – 351
  • შიდა ქართლი – 294
  • გურია – 131
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 274
  • კახეთი – 166
  • მცხეთა-მთიანეთი – 134
  • სამცხე-ჯავახეთი – 88
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 843, აჭარაში-1 043, იმერეთში-1 255.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43. 3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 50 544.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 147 636 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 124 568 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 387 გარდაიცვალა.

45 გარდაცვლილი და 4 260 ახალი შემთხვევა – 3 დეკემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი