ახალი ამბები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა გაორმაგდა

2 დეკემბერი, 2020 • 3183
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა გაორმაგდა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ამჟამად დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს ეროვნულ პარკში დაახლოებით 494 ირემი იყო. აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდგომ, ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ თითქმის ორმაგდება.

ირმების რაოდენობის ზრდის დინამიკა/დაცული ტერიტორიების სააგენტო

“სექტემბერ-ოქტომბერი ირმის “მყვირალობის” პერიოდია. ამ დროს ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს. მყვირალობის პერიოდში რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ფოტო გარეკანზე დაცული ტერიტორიების სააგენტო*

მასალების გადაბეჭდვის წესი