ახალი ამბები

კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაცია – ცვლილება მოქალაქის საქართველოში დაბრუნების წესში

2 დეკემბერი, 2020 • 775
კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაცია – ცვლილება მოქალაქის საქართველოში დაბრუნების წესში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში შემოსავლისას უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული  PCR კვლევის დამადასტურებელ დოკუმენტი არ ექნებათ, კოვიდსასტუმროს ნაცვლად, იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლიან.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ვისაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ ექნება, მხოლოდ მათ გადაიყვანენ სასტომროში.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარება 8- დღიან თვითიზოლაციას, ხოლო ამ ტესტის არქონის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა კარანტინის ნაცვლად 12- დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს  მათ შესაბამის სასტუმროებში განთავსებას“, –  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი