საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 033 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. სტატისტიკას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციითვე, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 143 376 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 121 621 გამოჯანმრთელდა, ხოლო  1 342 გარდაიცვალა.