ნეტგაზეთი | მთაწმინდაზე უკნიდან დაჯახების შედეგად ავტომობილი სახლს შეასკდა [ფოტო] მთაწმინდაზე უკნიდან დაჯახების შედეგად ავტომობილი სახლს შეასკდა [ფოტო] – Netgazeti
RU | GE  

მთაწმინდაზე უკნიდან დაჯახების შედეგად ავტომობილი სახლს შეასკდა [ფოტო]

პირველ დეკემბერს, საღამოს 21:00 საათამდე ათიოდე წუთით ადრე, მთაწმინდაზე, სავარაუდოდ, გაჩერებულ, ცარიელ მსუბუქ ავტომობილს მეორე, მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად გაჩერებული ავტომობილი საცხოვრებელი სახლის კედელს შეასკდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილზე უთხრეს, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე არც სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

შემთხვევა მთაწმინდის ქუჩისა და პოლიკარპე კაკაბაძის/დანიელ ჭონქაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა, მამადავითის ეკლესიის აღმართამდე.

ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ზედა ხედიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თითქოს წინა მანქანა მთლიანად ჰაერშია აწეული და წინა მხრით არის კედელში გაჩხერილი.

ახლო ხედით შემთხვევა ასე გამოიყურება:

ფოტო: ნეტგაზეთი

ტროტუარი, რომელიც მთაწმინდის ქუჩას მარჯვენა მხარეს მოუყვება, კიბეებით ამოდის კაკაბაძის ქუჩაზე და სწორედ კიბეების მონაკვეთზეა წინა მანქანა გადავარდნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

[გარეკანის ფოტო: ნინო მუსერიძე/ფეისბუკი]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com