ახალი ამბები

ანა მიქელაძემ ცესკო ოფიციალურად დატოვა

1 დეკემბერი, 2020 •
ანა მიქელაძემ ცესკო ოფიციალურად დატოვა

ცესკოს პრესპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ დღეიდან უკვე ოფიციალურდ აღარ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი.

ანა მიქელაძე მედიასთან ბოლოს 2 ნოემბერს გამოჩნდა. მას შემდეგ ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებს ჯერ ადამიანური  რესურსების მართვის ან იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, შემდეგ კი ახალი პრესსპიკერი მართავდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიქელაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბების გამო დატოვა, თუმცა ცესკო არ ადასტურებდა პრესპიკერის წასვლის შესახებ ინფორმაციას და აცხადებდა, რომ ანა მიქელაძის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

“ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში”, — წერს მიქელაძე პირველ დეკემბერს “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

ანა მიქელაძე მადლობას უხდის კოლეგებს, პარტნიორებს, ჟურნალისტებს.

“არჩევნების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს” – დატოვა თუ არა ცესკო პრესპიკერმა?

მასალების გადაბეჭდვის წესი