ახალი ამბები

ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

30 ნოემბერი, 2020 • 921
ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანსა და მის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი