ახალი ამბები

გორში, ქალაქის ცენტრში, კაცი ქუჩაში გარდაიცვალა

30 ნოემბერი, 2020 • 1124
გორში, ქალაქის ცენტრში, კაცი ქუჩაში გარდაიცვალა

გორში, ქალაქის ცენტრში, კაცი ქუჩაში გარდაიცვალა. კაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა.

როგორც სასწრაფოს ექიმი ჟურნალისტებთან ამბობს, კაცი გარდაცლილი დახდვდათ. მისი თქმით, ამ დროისთვის სასწრაფოს 8 ბრიგადიდან ოთხი მუშაობს, რადგან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსით არიან ინფიცირებული.

“ხანძარზე ვიყავით, მოვედით, გავიხადეთ ფორმა, ჩავიცვით და გამოვედით გამოძახებაზე. ჩვენ სხვა მეტი აღარ შეგვიძლია. ადგილზე კარგა ხნის გარდაცლილი დაგვხვდა. ჩვენ არ ვჩერდებით არც დღე, არც ღამე, სხვა დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”, — განუცხადა სასწრაფოს ექიმმა “რუსთავი 2-ს”.

დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ნეტგაზეთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი