ფოტო: ქართლის ამბები
გორში, კაფე-ბარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქემეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: ქართლის ამბები.