ახალი ამბები

მატარებლით სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში განახლდება

27 ნოემბერი, 2020 • 1256
მატარებლით სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში განახლდება

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მატარებლით სამგზავრო გადაყვანები ახალი წლის დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, განახლდება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე, 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები.

“რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ, დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით, სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო მათ, ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას”, – აცხადებს “საქართველოს რკინიგზა”.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი