ახალი ამბები

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

26 ნოემბერი, 2020 • 1254
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე 4-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა მსუბუქად დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

ნეტგაზეთს საგანგებგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ადგილზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ზარალის დადგენა.

“ბელიაშვილის 33-ში მდებარე 4-სართულიან შენობაში იყო ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო მანქანა. მეხანძრეების ოპერატიული მუშაობის შედეგად მოხერხდა 20-მდე ადამიანის შენობიდან გამოყვანა. ოთხმა მოქალაქემ მიიღო მსუბუქი ინტოქსიკაცია”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და განხორციელდა ცეცხლის წაკიდებით. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი