ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, საპენსიო დანაზოგების გამოყენების საკითხს დააყენებს

26 ნოემბერი, 2020 • 724
ტიკარაძის თქმით, საპენსიო დანაზოგების გამოყენების საკითხს დააყენებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საპენსიო სქემით დაგროვილი თანხის გამოყენების საკითხს მთავრობის სხდომაზე დააყენებს. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რას ფიქრობდა ზოგიერთი მოქალაქის მოთხოვნაზე, რომ სქემით დაგროვებული თანხა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, ანუ ვისაც სურვილი აქვს, გამოიტანოს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმითვე, მთავრობას დაგროვებითი საპენსიო სისტემა გრძელვადიან რეფორმად მიაჩნია და ამ ეტაპზე მასზე მსჯელობა არ მიმდინარეობს:

“ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, თუმცა ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ეს საკითხი მეორეჯერ განხილვაზე აღარ დაგვიყენებია, თუმცა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, კიდევ ერთხელ დავაყენებ საკითხს და ამ თემაზე ვიმსჯელებთ.”

2020 წლის მაისში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპენსიო ფონდი “ხელშეუხებელია” და სახელმწიფო არ აპირებს მის გამოყენებას მიმდინარე ხარჯებისთვის.

საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია – გახარია “ევროპული საქართველოს” კრიტიკაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი