ახალი ამბები

სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

26 ნოემბერი, 2020 • 661
სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, სანაპიროზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი