ახალი ამბები

სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა სრულ სიჩუმეში — ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2020 • 922
სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა სრულ სიჩუმეში — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სოლიდარობა და თანამშრომლობა გლობალურ თუ ადგილობრივ დონეზე კრიზისის გადალახვის ერთადერთი გზაა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დამარცხებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

მისი თქმით,  ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება.

“არ უნდა დავივიწყოთ ქალები და გოგონები, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის წინაშე დგანან, როდესაც ვიცით, რომ სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა მათგანი სრულ სიჩუმეში.. ერთიც კი ზედმეტად ბევრია!” — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი