ახალი ამბები

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ჰქონდა-ადვოკატი

21 ნოემბერი, 2020 • 1190
მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ჰქონდა-ადვოკატი

თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ, თბილისში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში მძევლები აიყვანა, ადვოკატის თქმით, ნამდვილი ხელყუმბარა არ ჰქონია.

“როგორც ის ამბობს,  მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა ჰქონდა და პისტოლეტი, ე.წ. სტარტოვკა, სპორტული პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არაა და გამოსცემს მხოლოდ ხმას”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა “მთავარ არხთან” კომენტარში.

ადვოკატის თქმით, დაკავებული “აქცია-პერფორმანსს” უწოდებს გუშინდელ თავდასხმას და ამბობს, რომ ასე  გამოხატა პროტესტი აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

გუშინ, 20 ნოემბერს,  ერთი პირი თავს დაესხა წერეთელის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობას.

პოლიციის ცნობით, მას 17 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.  მძევლები გაათავისუფლეს, თავდამსხმელი კი დაკავებულია. მას აღკვეთის ღონისძიება დღეს უნდა შეუფარდონ.

დაკავებული თავდასხმის დროს  სამი მოთხოვნა აყენებდა:

  • აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
  •  ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

 

შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – სირაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი