ახალი ამბები

შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – სირაძე

20 ნოემბერი, 2020 • 809
შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

“წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოხდა თავდასხმა. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი”, – განაცხადა სირაძემ ჟურნალსიტებთან საუბრისას.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ხელყუმბარა თავდამსხმელს, სირაძემ განაცხადა, რომ შეიარაღებასთან დაკავშრიებით ამ ეტაპზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

სირაძის თქმით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება თავდამსხმელის მოთხოვნებს, სირაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სირაძემ ასევე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ეთერის შეწყვეტისკენ და დაუზუსტებელი ინფრომაციის გავრცელებისკენ, რადგან სირაძის თქმით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეებს, ასევე, სამართალდამცველებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი