ახალი ამბები

ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარის მანქანის დაზიანების ფაქტს შსს იძიებს

21 ნოემბერი, 2020 • 754
ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარის მანქანის დაზიანების ფაქტს შსს იძიებს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 21 ნოემბრის დილით პირადი ავტომობილი დაზიანებული დახვდა.  მისი განცხადებით, სახლიდან 06:00 საათისთვის გამოვიდა და აღმოაჩინა, რომ მანქანის საქარე მინა ჩამტვრეული იყო.

მირანდა მესხი ვარაუდობს, რომ მინა ჩაამტვრიეს დიდი ქვით, რომელიც, მისი თქმით, ადგილზე იყო დატოვებული.

“განაცხადი გაკეთებულია. ზარი დაფიქსირდა 112-ში. შესაბამისად, დადგება ალბათ რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – თქვა მან საოლქო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

გარეკნის ფოტო: სქრინი “იმედის” ვიდეოდან

არჩევნები 2020: დღეს მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი