ახალი ამბები

ერთეული უბნები უამინდობის გამო ვერ იხსნება – ცესკო

21 ნოემბერი, 2020 • 937
ერთეული უბნები უამინდობის გამო ვერ იხსნება – ცესკო

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საარჩევნო უბნის გახსნა, უამინდობის გამო, ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესახებ “ცესკო”-ში, 21 ნოემბერს, 09:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ხადას ხეობაში უბანი დაგვიანებით გაიხსნა. შატილში კი უბანი საერთოდ არ გახსნილა, ვინაიდან, უამინდობის გამო, დამკვირვებლები ვერტმფრენს ადგილზე ვერ გადაჰყავს.

“იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი გუდაურში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 19-ია. ასევე ვერ იხსნება ერთ-ერთი უბანი, სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ბოლო 2 უბანი შესაძლოა მოგვიანებით გაიხსნას”, – ამბობენ “ცესკოში”.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

არჩევნები 2020: დღეს მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი