ახალი ამბები

მდინარაძე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ დებატების ფორმატს შოუს უწოდებს

19 ნოემბერი, 2020 • 908
მდინარაძე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ დებატების ფორმატს შოუს უწოდებს
“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ დებატების ფორმატს იწუნებს და ამბობს, რომ  მის ოპონენტებს შოუს მოწყობა აქვთ განზრახული.
მდიანრაძე მიიჩნევს, რომ დებატებში, რომელშიც ერთის ნაცვლად ყველა მაუწყებლის ჟურნალისტები იქნებიან წარმოდგენილი, საგნობრივი და საქმიანი დისკუსია ვერ შედგება:
“ისინი გვთავაზობენ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები, რაციონალურად საქმეზე საგნობრივი საუბარი შეიძლება ვერ შედგეს, იყოს მხოლოდ და მხოლოდ შოუ და ამ შოუს მიმდინარეობის დროს საზოგადოებამ კვლავ ვერ გაიგოს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებული სიმართლე. უამრავ საკითხზე სპეკულირებენ, მათზე პასუხი უკვე გაცემულია, ბოლოს დარჩათ საჩივრები და ამაზეც გავცემთ პასუხს ამ დებატებზე.
ჩვენთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, უბრალოდ, ფორმატი, რომელსაც ითხოვენ, არის შოუ. ეს არ არის დებატები არანაირი გაგებით. ეს უბრალოდ საბაბია, არ აპირებენ მოსვლას, მაგრამ თუ აწყობთ და ამ დაშვებას გავაკეთებთ, აქ შეიძლება იყოს უკანასკნელი მათი სვლა, მოაწყონ შოუ და ვერ გაარკვიოს ისევ და ისევ საზოგადოებამ, რა ხდება სინამდვილეში”, – ამბობს მდინარაძე.

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “გირჩი” და “სტრატეგია აღმაშენებელი”- გუშინმ, 18 ნოემბერს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და “ქართულ ოცენბას” შეთავაზებას დებატებთან დაკავშირებით საკუთარი პირობები.

პარტიებში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”, სადაც დებატების გამართვა კობახიძის შეთავაზების ნაწილი იყო, პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მატარებელია:

“ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა”, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

მათი თქმით, იმ დროს, როცა ხელისუფლება ყველა დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელემედიას ბოიკოტს უცხადებს, არ ფიქრობენ, რომ დებატები აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭრი ტელევიზიის ეთერში უნდა ჩატარდეს და აცხადებენ, რომ შესაძლებელია მისი მოწყობა შემდეგ კვირას ყველა ნაციონალური ტელევიზიის მონაწილეობით ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა ჟურნალსიტს ექნება.

კობახიძე ოპოზიციას დებატებს სთავაზობს



მასალების გადაბეჭდვის წესი