ახალი ამბები

ღამე დაზიანება იყო, წყალი მალე გასუფთავდება – GWP

19 ნოემბერი, 2020 • 739
ღამე დაზიანება იყო, წყალი მალე გასუფთავდება – GWP

დილიდან თბილისში, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების ონკანიდან ყავისფერი, სავარაუდოდ, ჭუჭყიანი წყალი მოდის.

ონკანებიდან მომავალი ყავისფერი წყლის შესახებ თემატურ ჯგუფებში ასევე საუბრობენ გლდანში, თემქასა და დიღომში მცხოვრები მოქალაქეებიც.

ნეტგაზეთს წყლის მომმარაგებელი კომპანიის „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერ“-ის (GWP) ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ღამის საათებში ერთ-ერთ მილში დაზიანება დაფიქსირდა, რის გამოც წყალს ყავისფერი შეფერილობა აქვს. კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი