ახალი ამბები

პომპეოს ვიზიტის პარალელურად რუსთაველზე მდუმარე აქცია იმართება

18 ნოემბერი, 2020 • 623
პომპეოს ვიზიტის პარალელურად რუსთაველზე მდუმარე აქცია იმართება

ამერიკის შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქციას აწყობს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მისი მიზანი იმის გახმოვანებაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. აქციის მონაწილეებს საარჩევნო ბიულეტენის გამოსახულებიანი ტრანსპარანტები უჭირავთ, რომელსაც აწერია – “გაყალბდა”.

ამასთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ, რომ აქციას აქვს პომპეოს საზეიმო დახვედრის დატვირთვაც:

„ჩვენ, ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და, ამავე დროს, ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი – ერთი მესიჯით, არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა უგულავამ.

პომპეოს ვიზიტი საქართველოში  18 ნოემბერს სრულდება. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი  ხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს.

20-ზე მეტი პარტიის ერთობლივი განცხადება პომპეოს ვიზიტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.