ახალი ამბები

პომპეოს მხრიდან მხოლოდ ხელისულფლებასთან შეხვედრა, შეცდომაა – იან კელი

17 ნოემბერი, 2020 • 1101
პომპეოს მხრიდან მხოლოდ ხელისულფლებასთან შეხვედრა, შეცდომაა – იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი შეცდომას უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას, ოპოზიციას არ შეხვდეს. იან კელი “ტვიტერზე” ასე გამოეხმაურა მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში:

“პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა.”

17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. მაიკ პომპეო თბილისში ასევე, შეხვდება პატრიარქ ილია მეორესაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი