ახალი ამბები

თბილისში 19 ნოემბერს ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაეცემა, მოსალოდნელია თოვლჭყაპი

16 ნოემბერი, 2020 • 1129
თბილისში 19 ნოემბერს ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაეცემა, მოსალოდნელია თოვლჭყაპი

გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

მეტეოროლოგების ცნობით, 17-19 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +10, +15 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება.

მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს. სააგეტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს ბარშიც შესაძლოა თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს, დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი