ახალი ამბები

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 18.6%-ით გაიზარდა

16 ნოემბერი, 2020 • 826
ოქტომბერში ფულადი გზავნილები 18.6%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2020 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 181.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წელთან შედარებით ზრდის მიუხედავად, ფულადი გზავნილების მოცულობა 11 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით.

ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 40%-ს აჭარბებს, ჯამში, ოქტომბერში ამ ქვეყნებიდან თითქმის 74 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი – 27.5 მლნ აშშ დოლარი – კვლავ იტალიიდან გადმოირიცხა, შემდეგ მოდის საბერძნეთი 19.72 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე- გერმანია 7.9 მლნ აშშ დოლარით.

7%-ით შემცირდა რუსეთიდან გზავნილების რააოდენობა და 35.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 39.5%-ით გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით აშშ-დან გადმორიცხული თანხა და 21.25 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი