ახალი ამბები

უმკაცრეს პასუხს მიიღებს, ვინც მელიას ოფისის დაწვის უკან დგას – ბექა დავითულიანი

16 ნოემბერი, 2020 •
უმკაცრეს პასუხს მიიღებს, ვინც მელიას ოფისის დაწვის უკან დგას – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, გლდანში ნიკა მელიას ოფისზე თავდამსხმელი “აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს”. ამის შესახებ დავითულიანმა დღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე რეაგირება მოახდინა, გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს”, – განაცხადა დავითულიანმა.

ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს დღეს, 16 ნოემბერს, გამთენიისას წაუკიდეს ცეცხლი. მელიას შტაბის წევრის, თამარ ზერეკიძის თქმით, ოფისის ფანჯრები ქვით არის ჩამსხვრეული და შენობაში ნაპოვნია ბოთლები, რომელსაც ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული. ზერეკიძის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ ბოთლებში ესხა ნავთი და ოფისს ცეცხლი ამ გზით წაუკიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი