ახალი ამბები

ბელარუსში საპროტესტო აქციის ათეულობით მონაწილე დააკავეს

15 ნოემბერი, 2020 • 1130
ბელარუსში საპროტესტო აქციის ათეულობით მონაწილე დააკავეს

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე ათეულობით ადამიანი დააკავეს.

მედიაპლატფორმა Tut.by-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქალაქში რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ და საპროტესტო მარშით მსვლელობას გეგმავდნენ. მობილიზებულები არიან ძალოვნები, რომლებმაც აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყეს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვიასნას” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია სულ მცირე 40 ადამიანი.

მინსკში, ყოველ კვირა იკრიბებიან მომიტინგეებო, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციები არასანქცირებულია და ყოველ ჯერზე ხელს უშლის მშვიდობიან პროტესტს.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო სექტემბერში, ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა.

არჩევნების შედეგებს აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი