ახალი ამბები

15 ნოემბერი: კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 გარდაიცვალა

15 ნოემბერი, 2020 • 1474
15 ნოემბერი: კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 გარდაიცვალა

15 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო  24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 79 678 შეადგინა.

კოვიდ-19-ით ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 703-ია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ კიდევ პაციენტი 3 387 დაემატა და საერთო რაოდენობამ 62 061 შეადგინა.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევის სტატისტიკა, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:
  • თბილისი – 1 354 შემთხვევა,
  • აჭარა – 410,
  • იმერეთი – 398,
  • ქვემო ქართლი – 198,
  • შიდა ქართლი – 153,
  • გურია – 60,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248,
  • კახეთი – 126,
  • მცხეთა-მთიანეთი – 41,
  • სამცხე-ჯავახეთი – 26,
  • რაჭა-ლეჩხუმი,
  • ქვემო სვანეთი – 6.
ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში – 32. სულ  6 ოქტომბრიდან – 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 267 ადამიანი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964.

მასალების გადაბეჭდვის წესი