ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვგეგმავთ ნახიჩევანისკენ რკინიგზის მშენებლობას – თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

12 ნოემბერი, 2020 • 1329
ვგეგმავთ ნახიჩევანისკენ რკინიგზის მშენებლობას – თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე, თურქეთი გეგმავს აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას.

ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს თურქულ მედიაზე დაყრდნობით. მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი დაგეგმვის და შესწვლის შედეგები მალე გახდება ცნობილი.

წყარო: Bellingcat

ნახიჩევანი — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში — არის ექსკლავი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ნახიჩევანს ასევე 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. ამასთანავე, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მოქცეული ის ტერიტორიებიც, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომლის ნაწილიც ამ ომის პერიოდში დაიკავა.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის კორიდორის გაჩენით, რეგიონის ქვეყნების გარდა, სარგებელს ჩინეთიც მიიღებს.

„ჩინეთს აქვს ისტორიული აბრეშუმის გზა [„ერთი სრტყელი, ერთი გზა“, BRI] და სხვა პროექტები… თუმცა სატრანსპორტო კორიდორები, რაც [ყარაბაღის] კონფლიქტის მოგვარების შედეგად გაიხსნება, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებს მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე.

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თუკი შეთანხმების პირობებს დაარღვევს, სომხეთი პასუხს აგებს.

ყარაბაღის 10 ნოემბრის 9-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც მოსკოვმა, ერევანმა და ბაქომ გააფორმეს, სხვა საკითხებთან ითვალისწინებს, რომ „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გაიხსნება“:

  • სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის;
  • სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ;
  • შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან;

მასალების გადაბეჭდვის წესი