ახალი ამბებირეკლამა

ვალუტის კონვერტაცია ბანკომატში – ლიბერთის Cash-In ბანკომატებში სიახლე დაინერგა

12 ნოემბერი, 2020 • 882
ვალუტის კონვერტაცია ბანკომატში – ლიბერთის Cash-In ბანკომატებში სიახლე დაინერგა

Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია.

Cash-In ბანკომატის საშუალებით, ლიბერთის ბარათის მფლობელებს უკვე 30 000 ლარამდე (ექვივალენტი ვალუტაში) თანხის კონვერტაცია შეუძლიათ. რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ბანკში ვიზიტის, ან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ვიზიტის საჭიროება და ნებისმიერ დროს, მომხმარებელი შეძლებს კონკურენტული სპეც.კურსით, თავად დააკონვერტიროს სასურველი ოდენობის თანხა.

ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით ძალიან მარტივია – ბარათით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის – 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.

დაკონვერტირებული თანხის ანგარიშზე შეტანა, ან მყისიერად გამოტანა სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა უფასოა.

Cash-In ბანკომატის ფუნციონალი მრავალფეროვანია: ამ ეტაპზე შესაძლებელია თანხის შეტანა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშზე თანაბარი – 30 000 ლარიანი ლიმიტით. თანხის განაღდება შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე Apple Pay-ის გამოყენებით.

„პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თვითმომსახურების ალტერნატიული არხების განვითარება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ბანკში ვიზიტის საჭიროების შემცირებას. სწორედ ამიტომ, ლიბერთი, მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით გადის. Cash-In ბანკომატში დანერგილი სიახლე ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის, რომ თავიდან ავარიდოთ ხალმხრავალ ადგილებში სიარულს. მომგებიანი სპეც.კურსი კონკურენციას უწევს როგორც კომერციული ბანკების, ასევე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კურსს. საბარათე ანგარიშზე შეტანილი თანხის მართვა კი მარტივად, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით არის შესაძლებელი.“ – გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი – იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა

მასალების გადაბეჭდვის წესი