ახალი ამბები

მარტო დარჩენის არ მეშინია – გრიგოლ ვაშაძე

11 ნოემბერი, 2020 • 2086
მარტო დარჩენის არ მეშინია – გრიგოლ ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მარტო დარჩენის არ ეშინია, თუ ყველა დაუპირისპირდება, მათ შორის, თავის პარტიაში. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

“მოქალაქეებში გაღიზიანებას იწვევს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე და 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერთან ერთან, ყველაზე დიდი მიღწევა ეს იყო. მაგრამ ეს რჩება იზოლირებულ ფაქტად. საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ რევოლუციის გარეშე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. რა დემოკრატიის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ?

მე პირიადად დავიღალე იმიტომ, რომ მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება, ბ-ნო გრიგოლ, ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ?გამოდის, რომ ამ ადამიანებს მე ვატყუებ 2017 წლიდან. მე პირადად არ შემიძლია ამის მოთმენა. თუ ამისთვის მარტო დარჩენაა საჭირო, და მე ეს ხმამაღლა უნდა ვთქვა, მე ამას ხმამაღლა ვამბობ: პარტიის თავმჯდომარეობა კი არ მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კაბინეტიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ, ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. სულ არ მაქვს პრობლემა, საერთოდ დავუპირისპირდე ყველას”, – თქვა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ პარტიასა და საზოგადოებაში უმცირესობაშია და მისი აზრები რადიკალურად განსხვავდება სხვებისგან, ის მზადაა მარტო დარჩენისთვის.

“პრობლემა არ მაქვს მარტო დარჩენის”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემებით, ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მოლაპარაკებები აუცილებელია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში დღეს, 11 ნოემბერს ისაუბრა

თავდაპირველად, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობა” იყო იმ პარტიებს შორის, რომლებმაც არ აღიარეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხალხს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში და ითხოვდნენ როგორც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ისე – ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის შეცვლას.

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ისე, რომ ამის შესახებ პარტიის სხვა ლიდერებმა არ იცოდნენ, გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით უნდა ჩანაცვლდეს”. მოგვიანებით, მან აღნიშნულზე მეორე წერილი გაავრცელა და პირველი განცხადება განმარტა.

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი