“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან კომუნიკაციის საშუალება ოპოზიციასაც ექნება.
“უმნიშვნელოვანესია მაიკ პომპეოს ვიზიტი იმიტომ, რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილები და აშშ-ის როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში. ამიტომ დაველოდოთ ამ ვიზიტს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ოპოზიციასაც, გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში მასთან, სადაც ვისაუბრებთ იმ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით”, — განაცხადა ვაშაძემ.
მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქ ილია მეორეს.