ნეტგაზეთი | ზურაბიშვილი შუამავლებს მადლობას უხდის და სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას ულოცავს ზურაბიშვილი შუამავლებს მადლობას უხდის და სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას ულოცავს – Netgazeti
RU | GE  

ზურაბიშვილი შუამავლებს მადლობას უხდის და სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ეხმაურება.

“კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთს და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობა ყველა შუამავალს. ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი დღეს ღამით მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი