ახალი ამბები

ოპოზიციასთან ნებისმიერი თანამშრომლობის წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა – თალაკვაძე

10 ნოემბერი, 2020 • 1173
ოპოზიციასთან ნებისმიერი თანამშრომლობის წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა.  ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დასათმობი არავის არაფერი აქვს და  ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

“შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ, “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ, პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით გამოვლინდა და ცესკომ გამოაქვეყნა. ჩვენ ვთქვით არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც, რომ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს.  ახლა დროა, ოპოზიციამაც თქვას იგივე. ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს”, — განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებისა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ერთი კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი