ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პარლამენტის სპიკერზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს – ფაშინიანი

10 ნოემბერი, 2020 • 1107
პარლამენტის სპიკერზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანზე თავდასხმის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს.

ნიკოლ ფაშინიანის პირველ განცხადებას ომის დასრულების შესახებ, შემდეგ კი ახალი შეთანხმების პირობების გამოცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები ფაშინიანის განცხადებიდან რამდენიმე წუთში გავიდნენ ქუჩაში და მთავრობის სასახლესთან ივიდნენ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ, „ჩვენ ამ მიწას არ დავთმობთ“, და სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებდენ, ქუჩაში გასულიყვნენ. ისინი მალევე შეიჭრნენ მთავრობის სასახლეში და დარბაზები დაარბიეს.

დემონსტრანტები ასევე თავს დაესხნენ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ავტომობილს, დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წარმომადგენლებს, მირზოიანი მანქანიდან გადმოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გდია მიწაზე უგონოდ მყოფი დეპუტატი. გარკვეული დროის განმავლობაში მასთან მისვლას ვერ ახერხებდა სასწრაფო დახმარების მანქანა. საბოლოოდ ის კლინიკში გადაიყვანეს საოპერაციოდ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

9-პუნქტიანი შეთანხმების შესახებ ვრცლად:

ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი