ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პარლამენტის სპიკერ მირზოიანს ოპერაცია უტარდება – ფაშინიანი

10 ნოემბერი, 2020 • 1494
პარლამენტის სპიკერ მირზოიანს ოპერაცია უტარდება – ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს ამ წუთებში უტარდება ოპერაცია.

მირზოიანს ერევანში დემონსტრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მათ გააჩერეს მისი მანქანა, მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მასზე ძალადობის ამსხველი ვიდეომასალაც.

კადრებში ჩანს, თუ როგორ გდია მიწაზე უგონოდ მყოფი დეპუტატი. გარკვეული დროის განმავლობაში მასთან მისვლას ვერ ახერხებდა სასწრაფო დახმარების მანქანა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

მის ამ გადაწყვეტილებას სომხეთში, დედაქალაქ ერევანში არეულობა მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება: ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა, დაიკავეს მთავრობის სასახლე, შემდეგ კი-პარლამენტი, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს და ა.შ.. ისინი ყარაბაღის ომის გაგრძელებას ითხოვენ.

ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა მიმართვა და განაცხადა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა:

ერევანში დემონსტრანტები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ [Live]

ნახეთ ასევე:

ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

ალიევის თქმით, ყარაბაღში თურქი სამშვიდობოებიც შევლენ

მასალების გადაბეჭდვის წესი