ნეტგაზეთი | ავიღეთ 49 ახალი დასახლება და 8 სტრატეგიული სიმაღლე | ალიევი ავიღეთ 49 ახალი დასახლება და 8 სტრატეგიული სიმაღლე | ალიევი – Netgazeti
RU | GE  

ავიღეთ 49 ახალი დასახლება და 8 სტრატეგიული სიმაღლე | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანულმა არმიამ მოახერხა აეღო 49 ახალი დასახლება და 8 სიმაღლე. ალიევი განცხადებას საკუთარი twitter-ის გვერდის მეშვეობით ავრცელებს.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ აიღო დასახლებები და სტრატეგიული სიმაღლეები ხოჯევანდის, ხოჯალის, ლაჩინის, ჯებრაილის, ფუზულისა და ზანგილანის რაიონებში. მისივე თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ დაიკავა სოფლები: შუშაქენი მუხთარი და დაშალტი ხოჯალის რაიონში, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქის, სტეფანაკერტის სიახლოვეს მდებარეობს.

გუშინ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ აიღო ქალაქი შუშა. დღეს ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ქალაქი შუში/შუშა აღარ არის სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ, რითაც დაადასტურა წინა დღით აზერბაიჯანული მხარის განცხადება ქალაქზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ ბრძოლები ქალაქ შუშაში გრძელდება.


მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ სამჯერ შედგა ე.წ. ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ რუსეთის ჩართულობით, ერთხელ კი აშშ-ს მონაწილეობით, თუმცა სამივე შემთხევაში მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე შეთანხმების პირობებს არღვევდა. გუშინ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ აიღო ქალაქი შუშა/შუში. მის განცხადებას სომხური მხარის მიერ ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. მთიან ყარაბაღში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com