ახალი ამბებისაზოგადოება

645 მძიმე პაციენტიდან 393 სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

9 ნოემბერი, 2020 • 1266
645 მძიმე პაციენტიდან 393 სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

ოფიციალური სტატისტიკით, 9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 654 მძიმე პაციენტია, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარტზე 393 პირია.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში – 320, აჭარაში – 111.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი,  მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111,“ – ამბობს უწყება.

მათივე ინფორმაციით, 2879 ადამიანი კოვიდ სასტუმროშია, ხოლო 7 454 ბინაზე მკურნალობს.

„დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში – 5 637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403“, – ამბობს მთავრობა.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 60680 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 45042 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 499 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი