ახალი ამბები

ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავს

8 ნოემბერი, 2020 • 986
ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ლიდერების შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს.

ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ „საქართველოს, კავკასიასა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა“.

პრეზიდენტი წერს, რომ მოუთმენლად ელოდება მათთან მუშაობას, რომ აშშ-საქართველოს „თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გამყარდეს და გაღრმავდეს“.

„როგორც პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს აშშ-ის ისტორიაში, მსურს, პირადად მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ“, – მიმართავს იგი კამალა ჰარისს.

ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა კამალა ჰარისის მიმართვას, სადაც ის წერს: „იმედი მაქვს, რომ ყველა პატარა გოგონა, რომელიც გვიყურებს, დაინახავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა“. „დიახ“, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ამ მიმართვას.

საქართველოს მთავრობიდან ბაიდენს გამარჯვებას ულოცავენ

მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი: ბაიდენი

ყველაფერი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი