ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ალიევს ვესაუბრე, ახლოს ვართ გამარჯვებასთან”| ერდოღანი

7 ნოემბერი, 2020 • 882
“ალიევს ვესაუბრე, ახლოს ვართ გამარჯვებასთან”| ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში მმართველი პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და მისგან “პოზიტიური ამბები” მოისმინა. ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია გამოცემები  ავრცელებენ.

“ახლოს ვართ გამარჯვებასთან”, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, “აზერბაიჯანის მიწები 30 წელია ოკუპურებულია და ახლა, როგორც იქნა, აზერბაიჯანელები შეძლებენ მშობლიურ მიწებზე დაბრუნებას”.

ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული არმია, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ყოველდღიურად ახალ ტერიტორიებს იბრუნებს.

სომხური მხარის ცნობით, საბრძოლო შეტაკებები ამჟამად ყარაბაღის ქალაქ შუშას მიმდებარედ გრძელდება, თუმცა, “პანიკის საფუძველი არ არსებობს”.  ამასთან, ყარაბაღის მხარის განცხადებით, ქალაქი შუშა ცეცხლშია გახვეული და შესაბამისად, ჟურნალისტები ვერ შედიან იქ, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რა მდგომარეობაა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.

აზერბაიჯანის ცნობით, ამ დროის განმავლობაში მან აიღო დასახლებები მარტუნის, ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგელანის რაიონებში, ასევე ქალაქი ჰადრუთი.

ამავე თემაზე:

თურქული რუბიკონი

მასალების გადაბეჭდვის წესი