ახალი ამბები

ლუკაშენკო აშშ-ის არჩევნებზე: „სირცხვილი, დემოკრატიის დაცინვაა“

7 ნოემბერი, 2020 •
ლუკაშენკო აშშ-ის არჩევნებზე: „სირცხვილი, დემოკრატიის დაცინვაა“

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეფასებით, აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები „სირცხვილი, დემოკრატიის დაცინვაა“, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „ბელტა“.

„დემოკრატიის საყრდენი… შეხედეთ, რა ხდება მაგ არჩევნებზე. ეს ხომ სირცხვილია, დემოკრატიის დაცინვაა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ლუკაშენკომ და დაამატა, რომ აშშ-სგან განსხვავებით, „ბელარუსში დამკვირვებლები მაგიდასთან დგანან და უყურებენ, ვინ და რა ბიულეტენი სად დადო“.

ამასთან ერთად, აგვისტოში ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო, ადგილობრივი ოპოზიციის, დამკვირვებლების და საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც არალეგიტიმური და გაყალბებული.


იხილეთ აგრეთვე:

მასალების გადაბეჭდვის წესი