ახალი ამბები

დიდ ქალაქებში ღამით გადაადგილება შეიზღუდება – ცქიტიშვილი

7 ნოემბერი, 2020 • 1716
დიდ ქალაქებში ღამით გადაადგილება შეიზღუდება – ცქიტიშვილი

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში, შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა.

რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის.

“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”, – თქვა მან.

ცქიტიშვილის თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს.

ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, სამედიცინო, ფარმაცევტული და მედია დაწესებულებების ფუნქციონირების, ასევე, მიტანის სერვისების უზრუნველსაყოფად.

მისივე თქმით, შეზღუდვის მოხსნა ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი