ახალი ამბები

საოლქოებთან მიმდინარე აქციები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას – ზურაბიშვილი

5 ნოემბერი, 2020 • 1021
საოლქოებთან მიმდინარე აქციები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქციები, “განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები”, ცესკოს მუშაობას აფერხებს.

“საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები, აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი. ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!” – აღნიშნავს ის.

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მეორე დღეა, დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. პროტესტის მეორე დღეს დემონსტრანტები შეიკრიბნენ როგორც თბილისში, ისე ქუთაისში განთავსებულ საოლქო კომისიებთან. ვაკეში მიმდინარე აქციაზე დააკავეს ენმ-ის წევრი ზვიად კუპრავა.

აქციები საოლქო კომისიების შენობებთან შეხლა-შემოხლის ფონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი