ნეტგაზეთი | ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება – Netgazeti
RU | GE  

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუს-ში იმყოფება გამოკითხვაზე. აღნიშნულ ინფორცმაციას ნეტგაზეთს სუს-ში უდასტურებენ, თუმცა, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კობახიძის გამოკითხვა, ამ ეტაპზე არ ამბობენ.

როგორც გამოკითვხვიდან გამოსულმა კობახიძემ განაცხადა, სუს-იდან იმ ინფორმაციის გამო დაუკავშირედნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე გაავრცელა, რაც, მისი თქმით, “ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს” უკავშირედებოდა.

“მე დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე, ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის”, — განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ძალადობასა და პროვოკაციებს გეგმავს. კობახიძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძესა და დიმიტრი შაშკინს- მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, „რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“.

კობახიძე ენმ-ს “ელექტროშოკებიანი და ხელკეტებიანი ეკიპაჟების” მობილიზებაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი