“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
სამადაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება.
“მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში”, – აღნიშნავს ის.